CONSUL

უკან დაბრუნება

გელათი- მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საფრთხეშია

ავტორის აზრით, ამ ინიციატივას აღარ ესაჭიროება დამატებითი მხარდამჭერები.
ხმის მიცემამდე, გაეცანით ახსნა-განმარტებას.
გელათი.jpg
გელათი.jpg


ინიციატივის კოდი: CONSUL-2021-03-2

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგი და სამოქალაქო ჩართულობა. საკითხის ირგვლივ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა და მაქსიმალური მობილიზება.

გელათი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საფრთხეშია. სამოქალაქო საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული და ჩართული რა ხდება გელათში, როგორი მდგომარეობაა, რა საფრთხეები და მოლოდინებია?! რა უნდა გააკეთოს სამოქალაქო საზოგადოებამ?

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდირება აღნიშნული საკითხის ირგვლივ, პეტიციის შექმნა, მიმართვის წერილი, სოციალური ქსელებით საკითხის გააქტიურება, მეტი პოსტები/სტატუსები, დარგის სპეციალისტებთან შეხვედრების მოწყობა და სხვ.

გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების გამო, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გადაიტანეს. 2010-2017 წლებში გელათი იმყოფებოდა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში, სიიდან ამოიღეს 2017 წლის 10 ივლისს. 2017 წლიდან ბაგრატის ტაძრისგან დამოუკიდებლად არის აღრიცხული მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

გელათის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის მთავარი ამოცანა იყო და არის გელათის მონასტრის, როგორც კულტურული და ისტორიული ძეგლის, უნივერსალური ღირებულების, ავთენტურობისა და მთლიანობის დაცვა. არსებობს გელათის კონსერვაციის გენერალური გეგმა, რომელიც 2009 წელს დამტკიცდა, ხოლო განახლდა 2015 წელს და წარმოადგენს მთავარ ჩარჩო დოკუმენტს, რომელშიც განხილულია ძეგლის შემადგენელი არქიტექტურული ნაგებობების და მათი ფერწერული და მოზაიკური დეკორის, ასევე არქეოლოგიური განათხარი ობიექტების კონსერვაციის სტრატეგიები. დღეს, გელათი ისევ ხარაჩოებშია. გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია. ახალგადახურული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დასველდა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის, რაც გელათში უკვე განადგურდა, ვეღარ აღდგება.

ავტორის მიერ დეაქტივირებული ინიციატივა: დუბლირებული

უკვე არსებული ინიციატივის იდენტურია


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ამ ინიციატივისთვის შეტყობინებები არ მოიძებნა.
ეტაპები განსაზღვრული არ არის