CONSUL

უკან დაბრუნება

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებების დაცვის მექანიზმის გაძლირება

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედების შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი უფლებამოსილების ნაწილში გაუჩნდა მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვის ვალდებულება. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის − „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე16 მუხლის მეორე პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები და რეაგირება შემდეგ საკითხებზე:

» ბავშვის დაცვა საჯარო სივრცეში; » ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულება; 

» ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვა;

» ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვა

უნდა აღინიშნოს, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ დაკისრებული ვალდებულებებიდან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებები ყურადღებას უთმობენ სოციალურ ასპექტს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მუნიციპალიტეტებში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, თუმცა საკუთარი უფლებამოსილების ნაწილში მუნიციპალიტეტის მთავარი ვალდებულება მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვა და ინსპექტირებაა. ამ საქმიანობის განსახორციელებლად ადგილობრივი ხელისუფლება საქართველოს მთავრობისგან დღემდე ელოდება ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებას.

კომენტარები (0)


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.