რეგიონული განვითარების გზამკვლევი, არის მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია პროექტის „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ მონაწილეთა მიერ. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით, და მიზნად ისახავს ამომრჩევლების იმდაგვარად გაძლიერებას, რომ წარმატებით მოითხოვონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებული პოლიტიკური თუ საარჩევნო პროგრამები და ისეთი პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც მეტად პასუხობს საქართველოს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს. პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში და აჭარაში ხორციელდება.
პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქუთაისში ეკონომიკური მმართველობის გაძლიერებას და შესთავაზოს ამ მიმართულებით ქმედითი აქტივობები შესაბამის უწყებებს.
კომენტარები (1)
ძალიან კარგია მაგრამ ცოტა დაზუსტება შეიძლება? მაგალითად: მონაწილეობდა როგორ მივიღოთ, ონლაინ განხილვა თუ ოფ-ლაინ და ასე შემდეგ