CONSUL

ქუთაისის ეკონომიკური მმართველობის გაძლიერების ხედვა

  1 კომენტარი  •  2020-10-27  •  ქეთი ბიბილეიშვილი

რეგიონული განვითარების გზამკვლევი, არის მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია პროექტის „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ მონაწილეთა მიერ. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით, და მიზნად ისახავს ამომრჩევლების იმდაგვარად გაძლიერებას, რომ წარმატებით მოითხოვონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებული პოლიტიკური თუ საარჩევნო პროგრამები და ისეთი პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც მეტად პასუხობს საქართველოს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს. პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში და აჭარაში ხორციელდება. 

პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქუთაისში ეკონომიკური მმართველობის გაძლიერებას და შესთავაზოს ამ მიმართულებით ქმედითი აქტივობები შესაბამის უწყებებს. 

არ ვეთანხმები 0%
4 ხმა

ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა პრობლემების ანალიზი და მართვის სტრატე

  კომენტარები არ მოიძებნა  •  2020-10-27  •  ქეთი ბიბილეიშვილი

რეგიონული განვითარების გზამკვლევი, არის მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია პროექტის „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ქუთაისის მონაწილეთა მიერ. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით, და მიზნად ისახავს ამომრჩევლების იმდაგვარად გაძლიერებას, რომ წარმატებით მოითხოვონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებული პოლიტიკური თუ საარჩევნო პროგრამები და ისეთი პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც მეტად პასუხობს საქართველოს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს. პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ხორციელდება. ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა პრობლემების ანალიზი და მართვის სტრატეგია მოამზადა DRIVE Democracy პროექტის მონაწილეთა სამუშაო ჯგუფმა. პროექტის ფარგლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მომსახურების ხარისხის გამოვლენისა და პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით, შემუშავდა კითხვარები და სამიზნე ჯგუფებში წინასწარი ონლაინ გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ მშობლები და ბაღის პერსონალი.  ბაღების გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქუთაისის მერიის სამოქმედო სტრატეგიული გეგმისა და ბაგა-ბაღების სააგენტოს ძირითადი მიმართულებების საფუძველზე გაანალიზდა ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ზოგადი და დეტალური პრობლემები და პრიორიტეტები განისაზღვრა. ჯგუფის მიერ შემუშავებული ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა პრობლემების ანალიზი და მართვის სტრატეგია სარეკომენდაციო ხასიათისაა. ჩვენი მთავარი მიზანი ბაგა-ბაღებში არსებული პრობლემების აღმოჩენა, შესაბამის ინსტანციებამდე მიტანა და თანამშრომლობის საფუძველზე მათი გადაჭრის გზების მოძიებაა. გვინდა, ახლებური ხედვის ფორმირების პროცესში მოქალაქეობრივი წვლილი შევიტანოთ. შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც წარმოაჩენს ბაღებში არსებული რეალობის აღწერას, პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაწყვეტის ყველა  საჭირო გზას, მეთოდს, სასარგებლო რეკომენდაციას. ვფიქრობთ, ამ კუთხით ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და მოქალაქეობრივი პოზიცია მისაღები იქნება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და გზამკვლევის შექმნის პროცესში ერთობლივი ძალისხმევით ბევრი საკითხის მოგვარებას შევძლებთ. ყოველივე ეს კიდევ ერთი ეფექტური გზაა ქალაქის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში.  ვიმედოვნებთ, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობასა და ბაგა-ბაღე ბის მართვის სააგენტოს აღნიშნული დოკუმენტი წაადგება სამუშაოს დაგეგმ ვაში, როგორც სახელმძღვანელო რჩევა, რეკომენდაცია. ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება. 

არ ვეთანხმები 0%
4 ხმა

ინფორმაცია დებატების შესახებ

დაიწყეთ დებატები და გაუზიარეთ სხვებს მოსაზრებები მნიშვნელოვან საკითხებზე.

დებატების სივრცე საშუალებას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს გააზიაროს საკუთარი შეხედულებები და მოისმინოს სხვისი აზრი.

დებატებში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია CONSUL-ზე. ამით შესაძლებლობა გექნებათ, დააფიქსიროთ მოსაზრება მოცემულ საკითხზე და შეაფასონ ისინი "ვეთანხმები" ან "არ ვეთანხმები" ღილაკებზე დაჭერით.